воскресенье, 28 марта 2010 г.

რუსული სიატი ,,იმედის” იმიტირებული სიუჟეტის შესახებ



2010 წლის 13 მარტს ტელეიმედის ეთერში გასულ იმიტირებულ ,,ქრონიკას” ეხმაურება ერთ-ერთი რუსული სიატი. სტატიის სათაურში საქართველოს პრეზიდენტის სახელი ფიგურირებს: ,,საქართველოს პრეზიდენტი იმედის სიუჟეტს რეალისტურს უწოდებს”.
სტატია იწყება ცნობით,იმის შესახებ, რომ ქართული ოპოზიცია აღშფოთებულია ტელეკომპანია ,,იმედის” ქმედებით, ხოლო პრეზიდენტი ამ ფანტასტიკურ სიუჟეტს რეალისტურს უწოდებს. მოყვანილია ნაწყვეტები მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან, სადაც ის ამბობს,რომ ეს სიუჟეტი რუსეთის რეალურ გეგმებს ასახავდა, თუმცა აღნიშნავს, რომ საჭირო იყო ტიტრირება, რადგან ეთერში გასული მალასა არასასიამოვნო იყო და ხალხი ძალიან შეშინდა.
მათთვის ვინც არ არის ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით,მოკლედ არის გადმოცემული მოვლენის შინაარსი და გამოყოფილია ფანჯარა,სადაც საიტის ვიზიტორებს შეუძლიათ ამ ყოველივეზე საკუთარი აზრი გამოხატონ.
სტატია ნაკლებად აგრესიულია და მიუხედავად რამდენიმე სარკაზმული გამონათქვამისა, ტოვებს შედარებით ობიექტურობის შთაბეჭდილებას. გაშუქებულია ფაქტები და არ აზრის გამოტანა მკითხველზეა მინდობილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий