вторник, 30 марта 2010 г.

სამაგისტრო პროგრამები კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სმართლის სკოლაში


2008 წლის სექტემბრიდან კავკასიის სამართლის სკოლაში ამოქმედდა განახლებული სამაგისტრო პროგრამები სამართლის შემდეგ დარგებში:
• სამოქალაქო სამართალი
• კორპორაციული სამართალი
• საბანკო სადაზვევო სამართალიi
• საერტაშორისო სამართალი
• ადმინისტრაციულ-საგფადასახადო სამართალიi
• სიახლის სამართალი
• საერთაშორისო საჯარო სამართალი(ქართული-ინგლისური)
• ჯანდაცვის სამართალი
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამების სქემა ევროპულ მოდელზეა აგებული, თუმცა ადაპტირებულია ქართულ სამართლებრივ სინამდვილესთან.სამაგისტრო პროგრამების სტრუქტურა და სინაარსი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:
• სპეციალიზაციის მაღალი ხარისხი
• საგნების მცირე რაოდენობა
• პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება
• მაღალ-პროფესიონალი პრაქტიკოსი ლექტორები
• პროგრამული მობილობა
• სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სამაგისტრო კომისიის მიერ თითოეული სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავებული სამაგისტრო ტესტირებისა და გასაუბრების წარმატებით გავლა.
კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო ტესტირებაზე დაშვების უფლება აქვთ სამართალმცოდნეობაში ან სამართალმცოდნეობასთან კომბინირებულ სხვა დარგსა ან საერთაშორისო სამართალში ბაკალავრის ხარისხის მქონე პრეტენდენტებს.
სხვა დარგის ბაკალავრის ხარისხის მქონე პრეტენდენტები სამაგისტრო ტესტირებაზე დაიშვებიან სამაგისტრო პროგრამისადმი რეველანტურ საგნებში საბაკალავრო კრედიტების დაგროვების შემთხვევაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий