დავიბადე მზის და ვარდების ქალაქ თბილისში,1990წლის 4ივნისს,ზაფხულის მზიან დღეს. ბავშვობა საკმაოდ კარგი მქონდა,ყველას ძალიან ვუყვარდი რაც მთავარია. ჩემი ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,ბიზნესის ადმინისტრირების(მენეჯმენტი) და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. საყვარელი საქმე კითხვა და წერაა. მიზნები საკმაოდ ამბიციური, თუმცა ჩემი მიზანდასახულობა ყოველთვის მეხმარება მათ მიღწევაში. ჩემს სუსტ მხარედ ვთვლი უზომო ემოციურობას, რაც შემდეგ ფსიქოლოგიურად მოქმდებს ადამიანზე და არცთუისე კარგი კუთხით. ვარ ძალიან კრეატიული და როგორც ამბობენ შემიძლია ადამიანებზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა. რაც შეეხება მისწრაფებებს თითქმის არ დარჩენილა სფერო, რის მიმართაც ინტერესი არ გამჩენია. ვიყავი დაკავებული სამოდელო საქმით, ცეკვით, სამსახიობო ხელოვნებით და კიდევ ბევრი რამის უკეთ გაცნობის სურვილს და პოტენციალს ვგრძნობ. არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩემი ცხოვრების ერთი განსაკუთრებული პერიოდი -2009წლის 23 ნოემბრიდან 2010 წლის 8იანვრის ჩათვლით. ამ თვენახევარმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. იღბლის თუ საკუთარი უნარების წყალობით მოვხვდი მსოფლიოში ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ ორგანიზაცია ,,Aiesec”,და გავემგზავრე სტაჟირების გაცვლით პროგრამით უკრაინაში. ვცხოვრობდი კიევში, აბსოლუტურად დამოუკიდებლად სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთან ერთად. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მივიღე დაუვიწყარი გამოცდილება, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. ახლა ვიცი რომ შეუძლებელი არაფერია თუ არის მოტივაცია, ვიცი რომ მე ვარ დედამიწის მოქალაქე და ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. მსოფლიო ჩანს ძალიან დიდი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან პატარა სახლში, რომელსაც დედამიწა ჰქვია.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი რადგან საკამოდ არაპროგნოზირებადი ვარ.
воскресенье, 28 марта 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Добавлять новые комментарии запрещено.