
ინტერნეტსივრცე ქართული მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა პოლიტიკური თუ გასართობი საიტების ვიზიტორებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია სწორედ ონლაინ რეჟიმში. გაჩნდა აზრიც რომ ხდება ტელევიზიის ინტერნეტით ჩანაცვლება.
გავეცანი სამ ქართულ საიტს: presa.ge. ambebi.ge და internet.ge.
სამივე მათგანი მოიცავს თითქმის ყველა სფეროს და ამ სფეროებში მომხდარ მოვლენებს.
presa.ge დიზაინი დაბალანსებულია,ინფორმაცია ხშირად განახლებადი. ძირითადი აქცენტი საზოგადოებრივ თემებზეა გაკეთებული: პოლიტიკა,ეკონომიკა,სპორტი,ხელოვნება... ატარებს ინფორმაციულ-შემეცნებით ხასიათს.საიტის სეგმენტად შეიძლება ჩაითვალოს 18 წლიდან და ზევით...
ambebi.ge დიზაინით ჰგავს presa.ge-ს, თუმცა ტოვებს უფრო მრავალფეროვნების შთაბეჭდილებას. შეინიშნება დიდი რაოდენობით რეკლამები. მოცემულია სტატიები და ახალი ამბები თითქმის ყველა მიმართულებით. სექტორი შეიძლება იყოს როგორც ცნობისმოყვარე თინეიჯერი,ასევე ჩამოყალიბებული საქმიანი ადამიანი. საიტზე დროდადრო ტარდება სხვადასხვა სახის გამოკითხვები. ერთ-ერთი ასეთი გამოკითხვის შედეგად გაირკვა რომ საიტის ძირითადი მომხმარებლები არიან 20დან 30წლამდე ასაკის ადამიანები.
internet.ge ასევე პოპულარული მოხმარების საიტი. სიახლეები ყველა თემასთან დაკავშირიბით: პოლიტიკა,რელიგია,ეკონომიკა,ბიზნესი,ამინდი თუ ვალუტა... ასევე გვხვდება გამოკითხვები სხვადასხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.
სამივე სტატია ეხმიანება პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოსა და მის გარეთ. ბოლო ნიუსი რაც სამივე საიტზე დევს ეხება დაღესტანში განხორციელებულ ტერაქტს. presa.ge და internet.ge იყენებენ ინტერპრესნიუსის მასალებს და მათი სტატიები აბსოლუტურად იდენტურია. იგივე ინფორმაციას შეიცავს ambebi.ge-ს ნიუსი, თუმცა არის გადარედაქტირებული.