среда, 21 апреля 2010 г.

Aiesec experience


Live the AIESEC Experience!
What makes AIESEC unique is the youth driven impactful experience that it offers to its members. AIESEC is run by youth for youth, enabling a strong experience to all stakeholders. An AIESEC experience includes being a part of a global learning environment, leadership opportunities and international internships.

Aesec internship is something you have to experience...

среда, 14 апреля 2010 г.

გინესის წიგნი 5 უცნაური რეკორდი


გინესების რეკორდების ყოველწლიური წიგნი პირველად 1955 წელს გამოჩნდა,თუმცა ამ წიგნის ისტორია მეთვრამეტე საუკუნიდან იწყება . მსოფლიოს უმარავი მცხოვრები ცდილობს გახდეს გინესის რეკორდსმენი და მისი სახელი ამ წიგნში შევიდეს, ამისთვის მრავალ უცნაურობას სჩადიან.
მაგალითები მრავლადაა;
რეკორდსმენი ძაღლი
2004 წლის 29 სექტემბერს აღმოაჩინეს ყველაზე გრძელი ყურების პატრონი მეძებარი ძაღლი,სახელად ტიგერი, მისი პატრონები, ბრაიან და კრისტინა ფლესნერები, ილინოისის შტატის ქალაქ სენტ–ჯოზეფში ცხოვრობენ. ძაღლის მარჯვენა ყურის სიგრძე 34,9, ხოლო მარცხენის – 34,2 სანტიმეტრს შეადგენს.

გველების პირით დაჭერა
2006 წლის 9 ნოემბერს, ამერიკელმა ჯეკი ბიბიმ, ყოველგვარი სხვათა დახმარების გარეშე შეძლო კუდით დაეჭირა 10 ჩხრიალა გველი,ეს პროცესი 10 წამი გაგრძელდა.

თვალის ამოგდება

1998 წლის 13 ივნისს,ამერიკელმა კიმ გუდმენმა სატელევიზიო შოუს მსვლელობის დროს ყველა გააოცა. მან საკუთარი თვალი 11 მილიმეტრის სიგრძეზე ამოიღო ბუდიდან.

ყველაზე გრძელი ფრჩხილები

მიჩიგანის შტატის ქალაქ პონტიაკის მცხოვრები,ფეიზელ ბუზი ფრჩხილებს 25 წლის მანძილზე არ იჭრიდა, რის შედეგადაც მისი 10 ფრჩხილის ჯამურმა სიგრძემ 931 სანტიმეტრი შეადგინა.

ქართული ფოტოს ისტორია


დღესდღეობით ფოტოგრაფია მსოფლიოში ხელოვნების ერთ-ერთი პოპულარული დარგია. ფოტოხელოვნების კურსები, ფოტოგრაფები,მოდელები ეს ყველაფერი საქართველოშიც ფესვგადგმულია, თუმცა აბსოლუტურად განსხვავდება,მაგალითად 19ე საუკუნის ქართული ფოტოხელოვნებისაგან.
დიმიტრი ნიკიტინი, ალექსანდრე როინიშვილი,ედუარდ კლარი- ეს ადამიანები მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწეობდნენ, როგორც ფოტოგრაფიის ოსტატები და შეჰქმნეს ქართული ფოტოს ისტორია.
1893-1905 წლებში ,,ტფილისის ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოებაში” გაერთიანებული იყვნენ ფოტოგრაფიის დაინტერესებული პირები, მათი რიცხვი იმ დროისთვის დღითიდღე იზრდებოდა.მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სურათების შეგროვება და შემდეგ გამოფენის მოწყობა.მათ ამ მიზნის მიღწევა მოახერხეს და შეძლეს მეცხრამეტე საუკუნის ქართული ფოტოგრაფიის მიღწევების ერთგვარი შეჯამება.
იმ დროისთვის როგორც პროფესიონალი,ისევე მოყვარული ფოტოგრაფების ნაშრომებში, ძირითადად ფიგურირებდა პორტრეტები,ოჯახური და არქიტექტურული ხასიათის ფოტოები.
1933 წ. შეიქმნა “საქართველოს ფოტო”, რომელშიც გაერთიანდნენ საუკეთესო ფოტოგრაფები. ეს გაერთიანება აქტიურ მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონკურსებში.
ძველი ქართული ფოტო დღემდე ასეთი სახით მოვიდა და თანამედროვე ფოტოხელოვნებას დაუთმო გზა.

გია დვალი და მისი კვლევები



ზოგისთვის ფიზიკა უბრალოდ სკოლაში ნასწავლი საგანია,ზოგისთვის სამყაროზე დროდადრო დაფიქრების საშუალება, ზოგი კი ამ სფეროში პროფესორია, სხვისთვის თეორიებს,თავად პრაქტიკად აქცევს და შეუძლია საკუთარი მიღწევებითა თუ კვლევებით სამყარო გააოცოს.
ქართველი ფიზიკის პროფესორი,გიორგი დვალი დაიბადა 1946 წელს,ქალაქ თბილისში. ის ცნობილია მისი მიღწევებით ფიზიკის სფეროში,არის პრაქტიკული ფიზიკის და კოსმოლოგიის ცენტრის წევრი, ნიუ-ორკის უნივერსიტეტში, უმუშავია მრავალ საერთაშორისო კვლევით ცენტრში. 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში,შვეიცარიასა და იტალიაში მოღვაწეობს.
მისი ჰიპოთეზები ძირითადად გრავიტაციას,სამყაროს მოწყობას,კვანტურ თეორიასა და დამატებითი განზომილებების აღმოჩენას შეეხება. ფიზიკოსები აცხადებენ,რომ მისი თეორიების ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში,ახალ ფიზიკას დაუდება სათავე.
გია დვალი მიიჩნევს,რომ შესაძლებელია მოხდეს ნიუტონის მიზიდულობის კანონის მოდიფიცირება,ასევე თვლის,რომ არსებობს დამატებითი განზომილებების აღმოჩენის შესაძლებლობები,ამისთვის ის ჩართულია მთვარის მილიმეტრებამდე სიზუსტით გაზომვის პროცესში.